Accentnews.ge
მამის მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მამის მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

29/10/2019 11:43:37 სხვა, სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 23 იანვარს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში ბ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განზრახ მოკვლის მიზნით მამამისს, ა.კ.-ს, ხელებითა და ფეხებით სცემა თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილში. ა.კ. თავის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა ბ.კ. 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S