
ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატებს აცილება მისცა
29/10/2019 08:46:10 სხვა, სამართალი
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატებს მამუკა ჭაბაშვილსა და ბონდო ვათიაშვილს აცილება მისცა. აღნიშნული შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოქრუაშვილმა ციხიდან წერილობით დააყენა.
სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში ოქრუაშვილმა გონივრული ვადა მოითხოვა იმისათვის, რომ ახალი ადვოკატი დაენიშნოს.
სასამართლო პროცესს თავად ირაკლი ოქრუაშვილი პროსტესტის ნიშნად კვლავ არ დასწრებია.
როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, ოქრუაშვილს სავალდებულო წესით ადვოკატი დაენიშნება.
ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 25 ივლისს დააკავეს. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში არის მოთავსებული.