
ავარიას და–ძმა ემსხვერპლა, დედა დაშავდა
28/10/2019 16:41:37 სხვა, სამართალი
ახალციხე - ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან მომხდარ ავარიას ორი პირი ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან და–ძმა, დედა კი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. და ძმა დედასთან ერთად "მერსედესის“ მარკის ავტომობილში ისხდნენ, რომელიც სატვირთოს შეაჯახა. და–ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.