Accentnews.ge
"იმედსა" და "მაესტროზე" მაუწყებლობა შეწყდა

"იმედსა" და "მაესტროზე" მაუწყებლობა შეწყდა

28/10/2019 12:06:29 სხვა, სამართალი

"იმედსა" და "მაესტროზე", სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ავრცელებს. მისი თქმით, ქსელი არის პარალიზებული და სიგნალს ვერ იღებენ:

"ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!".

დღეს, 28 ოქტომბერს კიბერშეტევა განხორციელდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე. გარდა ამისა დაჰაკულია რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდი.

საიტების გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S