Accentnews.ge
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ღავთაძე ბრალის აღიარების შემდეგ გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ღავთაძე ბრალის აღიარების შემდეგ გაათავისუფლეს

28/10/2019 10:57:17 სხვა, სამართალი

20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახა ღავთაძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. გათავისუფლების საფუძველი აღკვეთის ღონისძიების სახის პატიმრობის 2 000-ლარიანი გირაოთი შეცვლა გახდა. მანამდე კი ბრალდებულმა 

"ვაღიარებ დანაშაულს და თავს სრულად ვცნობ დამნაშავედ",– განაცხადა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა. 

კახა ღავთაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა. 

20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინაღმდეგობა და მასზე თავდასხმა.  საქმე ასევე აღძრულია სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, თუმცა ამ მუხლით დაკავებული არავინაა.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S