
საპატრიარქოს იურისტი: "მეუფე იაკობის საპატრიარქსთან და ივანიშვილთან დაპირისპირება სურთ"
28/10/2019 09:45:53 სხვა, საზოგადოება
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, გარკვეულ ძალებს თუ პირებს სურთ, მეუფე იაკობი ერთის მხრივ, საპატროარქოს და მეორეს მხრივ – ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირონ.
ამასთან, როგორც იურისტი ამბობს, მეუფეს ბევრი რამ აქვს გაკეთებული როგორც ქვეყნისთვის, ისე ხელისუფლებისთვის და მეუფის დემონიზება "სწორი არაა".
"მრჩება შთაბეჭდილება და ვფიქრობ, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ ძალებსბ მეუფე შიოსთან და ბიძინა ივანიშვილთან. ეს გაირკვევა. რაიმე პროვოცირებას ხომ არ ჰქონდა ადგილი, ვინმემ ხომ არ უბიძგა?[მეუფეს განცხადების გაკეთებისკენ] მეუფე იაკობს განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებასთან და მისი განცხადება ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო",– განაცხადა ქარჩავამ საპატრიარქოში შესვლამდე.
იუსრისტი ფიქრობს, რომ საკითხი საპატრიარქოს შიგნით უნდა მოიკვლიონ.
დღეს მეუფე იაკობის საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ გაირკვა, რომ მან ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. მანამდე მეუფემ განაცხადა, რომ იგეგმებოდა პატრიარქის გადაყენება და ამ პროცესში მთავრობის წევრები იყვნენ ჩართულნი.