
მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა
28/10/2019 09:02:40 სხვა, საზოგადოება
ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება მეუფე იაკობმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
“დღეს სპეციალურად მოვედი, რომ მენახა უწმინდესი და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში,“ - აღნიშა მეუფე იაკობმა საპატრიარქოში პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ. მას პატრიარქთან საუბრის დეტალები არ განუსაჯაროებია.
"ორ ადამიანის საუბარი პრივატულად რჩება",– დასძინა მეუფემ.
საპატრიარქოში შესვლამდე მან კიდევ ერთხელ გაიმაორა ორიოდ დღის წინ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია:
"თავს არ ვიმართლებ, უნდა გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა: ამ სამი წლის განმავლობაში ისეთი რაღაცეები ვიცოდი, ოპოლიტიკოსებთან ჩარება გვიწევს ხოლმე. ახლა თავისუფალი ადამიანი ვარ, რადგან ვთქვი. ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს. მე სამი ადამიანი შემხვდა, ეს ხდებოდა პრემიერის კაბინეტში: ბრძალდებოდა პრემიერი [გიორგი კვირიკაშვილი], ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია. უხერხულობას გრძნობდნენ გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური. უწმინდესსთან რაღაც მკითხეს. 10 დღე არ ვუთხარი, ბოლოს მაინც ვუხარი და ღირსეული პასუხიც შევუთვალეთ. პრემიერთან იყო საუბარი, შეეცვალათ [პატრიარქი]. დანარჩენზე კიდევ გავაკეთებ განცხადებას",– განაცხადა ქორეპისკოპოსმა საპატრიარქოში შესვლამდე.
იხილეთ ასევე: საპატრიარქოში სკანდალი გრძელდება: "ორი წელი და რვა თვეა, ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ"
განახლება
საპატრიარქო ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებას ავრცელებს.
„ა.წ. 28 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან“, - ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.