
შსს-ს მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა
28/10/2019 08:22:57 სხვა, სამართალი
ქუთაისში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. დაზარალებული სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამშენებლო კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ცოტნე ბარბაქაძე ირწმუნება, რომ ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება.
დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის მისული იყო. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "თ მ" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ასრულებს.
სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი კორპუსი შენდება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.