
რა გახდა ტაქსის მძღოლის მკვლელობის მიზეზი
28/10/2019 05:45:07 სხვა, სამართალი
გვიან ღამით თბილისში, ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. ის კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის ახალგაზრდა კაცი მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ის ერთ-ერთი კორპუსის ბინაში იმალებოდა.
"ტაქსის მძღოლი მოკლეს საკუთარ ავტომობილში. როგორც მეზობლები აცხადებენ, მკვლელობას წინ ხმაური, შელაპარაკება უძღოდა. ამბობენ, რომ შელაპარაკება კლიენტთან მოუვიდა. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც მგზავრი ავტომობილს ტოვებდა“, - აცხადებს თვითმხლილველი.
ექიმის განცხადებით, 56 წლის მამაკაცი, საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
ექიმის განცხადებით, პაციენტს გულმკერდის ზედაპირზე ორი შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა.
"ქირურგიული ჩარევიდან 5 წუთში გული გაუჩერდა,“ - ამბობე ექიმი.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და დაკავებულს შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.