Accentnews.ge
დევნილებმა სამინისტროსთან შეთანხმებას მიაღწიეს: "ეს დიდი გამარჯვებაა"

დევნილებმა სამინისტროსთან შეთანხმებას მიაღწიეს: "ეს დიდი გამარჯვებაა"

25/10/2019 15:20:44 სხვა, საზოგადოება

დევნილების ცნობით, მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებას მიაღწიეს 

40-მდე დევნილი ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავდა, სახელმწიფოსგან დროებით თავშესაფარს მიიღებს,- ამის შესახებ დევნილებმა განაცხადეს. 

მათივე თქმით, სურვილის შემთხვევაში, მათ დროებითი საცხოვრებლის დაკანონება შეეძლებათ, დანარჩენები კი სავარაუდოდ, ბინებს დაელოდებიან.

„ეს დიდი გამარჯვებაა. სამინისტრო მზადაა, მისცეს მათ თავშესაფარი, ვიდრე ეს ადამიანები მიიღებენ უკვე თავიანთ კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბესო შენგელიამ. მისივე განმარტებით, საუბარია ფართებზე, სადაც ის დევნილები ცხოვრობდნენ, რომლებსაც დღეს ახალი ბინები გადაეცა.

ჯანდაცვის სამინისტროსთან 40-მდე დევნილი ოჯახი რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციას მართავდა. მათი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა იყო.დევნილები სამინისტროსთან გაშლილი კარვების აღებას გეგმავენ. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S