
თბილისსა და რუსთავში ბრიტანული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს
23/10/2019 13:12:30 სხვა, საზოგადოება
სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში ბრიტანული ფილმის „ზეციური ქალბატონის“ (Lady Of Heaven) ეპიზოდებს იღებენ, – იუწყება "პირველი არხი".
გადაღებები 26 აგვისტოდან დაიწყო. 50-დღიანი პროგრამა თბილისსა და რუსთავში გადაღებებს ითვალისწინებს.
დედაქალაქში გადაღებები ვაზიანის სამხედრო ბაზის, ნავთლუღისა და ჯიქიას ქუჩის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. 24-25 ოქტომბერს გარკვეულ სცენებს რუსთავში გადაიღებენ.