ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც დაყადაღებული რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს

30-11-2022 13:35:37 ევროპა

ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომელიც დაყადაღებული რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს,– ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იუწყება.

„ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები და გავყინეთ რუსი ოლიგარქების ფული, 19 მილიარდი ევრო, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირი და მისი პარტნიორები მუშაობენ იმაზე, რომ თანხების მართვა და მათი ინვესტირება შეძლონ. შემოსული თანხა უკრაინაში გადამისამართდება, რათა ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდეს.

„ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო შეთანხმებაზე ჩვენს პარტნიორებთან, რათა ეს შესაძლებელი გახდეს. ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ლეგალური გზები, რომ მივაღწიოთ ამას”, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირი გამოდის ინიციატივით, გაერო-ს მხარდაჭერით შეიქმნას სპეციალიზირებული სასამართლო რუსეთის დანაშაულისა და აგრესიის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები