Accentnews.ge
კალაძემ ბიზნეს–სექტორს საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისკენ მოუწოდა

კალაძემ ბიზნეს–სექტორს საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისკენ მოუწოდა

23/10/2019 08:34:25 სხვა, საზოგადოება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბიზნეს–სექტორს საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისკენ მოუწოდა. 

„საახალწლო ღონისძიებების ჩატარების პროცესში ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია ბიზნეს–სექტორთან და მათი აქტიური ჩართულობით არაერთ საინტერესო ღონისძიებას ვახორციელებთ. წელსაც ნაადრევად მინდა მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ვისაც ამის სურვილი ექნება, ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებაში. ჩვენ მათ მივცემთ ამის შესაძლებლობას და ურთიერთთანამშრომლობით ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს. მინდა, სოფიო ხუნწარიას დავავალო, დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ეს იქნება სკვერების მოწყობა, თუ კონცერტებში ჩართულობა. უკვე არის გარკვეული ინტერესი ბიზნესსექტორის მხრიდან, რომ მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S