Accentnews.ge
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებაა

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებაა

23/10/2019 07:52:54 სხვა, საზოგადოება

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ბაგრატიონმა საკუთარი სურვილით მიიღო.  თბილისის მერმა მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. 

გიორგი ბაგრატიონი 2015–2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო, 2016 -2017 წლებში სამგორის რაიონის გამგებელი, ხოლო 2017 წლიდან თბილისის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S