
ბერა ივანიშვილი ამაზონის ჯუნგლების აღდგენის ფონდში 1,1მლნ დოლარს გადარიცხავს
22/10/2019 14:56:20 სხვა, საზოგადოება
მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილი, მომღერალი ბერა ივანიშვილი ამაზონის ჯუნგლების აღდგენის ფონდში 1,1მლნ დოლარს გადარიცხავს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა სიციალურ ქსელში გაავრცელა.
"ამაში შედის ჩემი მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები და ჩემი ოჯახის წვლილიც. მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ. ნებისმიერი კონტრიბუცია, მიუხედავად რაოდენობისა, აზრიანი და მნიშვნელოვანია. ერთად შეგვიძლია შეცვლა. გმადლობთ და ღმერთმა დაგლოცოთ", – აცხადებს ბერა ივანიშვილი.