Accentnews.ge
კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის  დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია გაიმართა

კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია გაიმართა

22/10/2019 06:43:49 სხვა, საზოგადოება, რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს  ორგანიზებით კრწანისის ტყეპარკში საქართველოს წითელი ნუსხისა და ტყისშემქნელი სახეობის ნერგებით  ხეივანი გაშენდა. ჯამში 200-მდე ტუიას, ძელქვისა და თელას ნერგი დაირგო.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ჟურნალისტები, “ჯი–ელ–სის" სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები ,მწვანე მოხალისეები და კომპანია „ზედაზენი“, რომელიც პროექტის „ჩერო - ბუნების მეგობარი“ ფარგლებში აქციის მონაწილეებს ნატურალური წვენებით გაუმასპინძლდა.

ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის მწვანე საფარის აღდგენაზე ხის დარგვის სეზონის დაწყებასთან ერთად აქტიურად  მუშაობს. გაზაფხულზე დაგეგმილია 100 000-მდე ნერგის, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობების  დარგვა და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S