Accentnews.ge
"გახარიას წერილი" პროკურატურას ჩაჰბადა: დანარჩენი უკვე პროკურატურის საქმეა

"გახარიას წერილი" პროკურატურას ჩაჰბადა: დანარჩენი უკვე პროკურატურის საქმეა

21/10/2019 10:34:33 სხვა, სამართალი

ე.წ. "გახარიას წერილის" დედანი ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებთან ერთად პროკურატურას ჩაჰბარდა, ხოლო ასლი ომბუდსმენის აპარატს გადაეცემა,– ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხსზარაძემ და მისმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ პროკურატურაში განაცხადეს. 

ხაზარაძემ აღნიშნა ისიც, რომ პროკურატურას არ ენდობა და არც ობიექტური გამოძიების იმედი აქვს, თუმცა იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს. 

ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ "დანარჩენი უკვე პროკურატურის საქმეა".

ხაზარაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "მუქარის წერილი" იმჟამინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო, ხოლო მისი შემდგენელის სესახებ არაფერი იცის.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ წერილის ავტორი ბიძინა ივანიშვილი იყოს, ხაზარაძემ უპასუხა, რომ "უდანაშაულობის პროზუმფციას, განსხვავებით ხელისუფლებისგან, არ დაარღვევს".   

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც წერილი ხაზარაძეს და მის პარტნიორს მიუტანა, მზადაა, გამოძიებას ჩვენება მისცეს. 

ცნობისთვის: ადვოკატებმა 11 სექტემბერს "გახარიას წერილზე" ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, წერილზე ათეულობით ადამიანის თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი და საჭიროა ის საქართველოში არსებულ მონაცემთა ბაზაში შემოწმდეს, ამისთვის კი გამოძიება უნდა დაიწყოს. ადვოკატებისვე თქმით, მას შემდეგ, რაც ისინი ლონდონიდან წერილის დედანს მიიღებენ, დასკვნასთან ერთად გადასცემენ პროკურატურას. 

შეგახსენებთ იმ წერილის შინაარსს, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა:

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე ( ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი

• ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანირი წინაპირობების გარეშე.

• წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის".

 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S