
რა გახდა მესტიაში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი
21/10/2019 10:10:42 სხვა, სამართალი
მესტიაში, სოფელ ცხუმარში ძმამ ცივი იარაღით ძმა მოკლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძმები ურთიერთშელაპარაკებისას არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
“ჩვენ როგორც ვიცით, ნასვამ მდგომარეობაში იყო ერთ-ერთი ძმა და ოჯახის წევრებს არ უნდოდათ, რომ საჭესთან მჯდარიყო. ამ დროს მოხდა ეს ამბავი”,- მესტიის მერის მოადგილე ნელი ნავერიანი.
დანაშაულის იარაღი – დანა ამოღებულია, მკვლელობაში ბრალდებული კი დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.