
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გურამიშვილზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
19/10/2019 05:33:23 სხვა, სამართალი
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა - ამის შესახებ "აქცენტს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
"ერთი პირი გადაყვანილია დამწვრობის ცენტრში, 3 კი მე-8 საავადმყოფოში" - აცხადებენ უწყებაში.
თბილისში გურამიშვილის გამზირზე [34 ნომერი], მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში [16 სართულიანი] ძლიერი აფეთქება მოხდა.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის ნგრევა მოჰყვა.
სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ამ დროისთვის კორპუსი სრულად ევაკუირებულია.