Accentnews.ge
გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

19/10/2019 05:03:32 სხვა, სამართალი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„19 ოქტომბერს, 12:00 საათზე ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, - ნათქვამია განცხადებაში.

2 ოქტომბერს პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურ დირექტორ ზურაბ გუმბარიძეს 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ, 3 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი გამოკითხეს,  5 ოქტომბერს გამოძიების კითხვებს „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ უპასუხა. ოთხივე მათგანი „რუსთავი 2“-ში მუშაობდა.

ამავე საქმის ფარგლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს საქალაქო სასამართლომ 50-50 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

2 აგვისტოს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია დაიკითხა. მისი თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S