
ძიუდოისტი ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
18/10/2019 15:48:53 სხვა, საზოგადოება
ძიუდოისტი ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა.