Accentnews.ge
Publika.ge  – "ლიბერალიდან" წასულმა ჟურნალისტებმა ახალი გამოცემა დააარსეს

Publika.ge – "ლიბერალიდან" წასულმა ჟურნალისტებმა ახალი გამოცემა დააარსეს

18/10/2019 10:28:20 სხვა, საზოგადოება

ჟურნალისტთა გუნდი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ონლაინ-გამოცემა “ლიბერალი” დატოვა, ახალ მედიაპლატფორმას ქმნის.

როგორც ახალი ონლაინ-გამოცემის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი "აქცენტთან" საუბრისას ამბობს, "Publika.ge-სთვის პრიორიტეტული იქნება ოპერატიულად მომზადებული მედიაკონტენტი, თუმცა ის აქცენტს უფრო სიღრმისეულ მასალებზე და კითხვებზე - როგორ და რატომ - დასვამს".

"გამოცემა დაფუძნებულია თავად მასში მომუშავე ჟურნალისტების მიერ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებს დამფუძნებელი საბჭო (აღმასრულებელი სტრუქტურის მეშვეობით) და არა ერთი ან რამდენიმე მფლობელი. ეს მოდელი თავისი დემოკრატიულობით გიცავს სხვადასხვა სახის ბიზნეს თუ პოლიტიკური გავლენებისგან.

რაც შეეხება შინაარსობრივ განსხვავებას -  Publika.ge-ისთვის პრიორიტეტული იქნება ოპერატიულად მომზადებული მედიაკონტენტი, თუმცა ის აქცენტს უფრო სიღრმისეულ მასალებზე და კითხვებზე - როგორ და რატომ - დასვამს.

Publika.ge მკითხველს შესთავაზებს ახალ ამბებს, სტატიებს, ფოტო, ვიდეო, აუდიოკონტენტს, ბლოგებს, თვალსაზრისებს, სიღრმისეულ რეპორტაჟებს - ყველა სახის მედიაკონტენტს, რომელიც სჭირდება ინფორმირებულ მოქალაქეს.

ჩვენი პრიორიტეტები იქნება ის, რასაც ადრეც პრიორიტეტულად მივიჩნევდით - ადამიანის უფლებები, სამართალი, სოციალური თემატიკა, განათლება, გარემო, შრომითი უფლებები, უმცირესობები, თუმცა იქნება ინტელექტუალურ/თავშესაქცევი რუბრიკებიც - ლიტერატურა, კულინარია, ქვიზები და ა.შ" - განუცხადა "აქცენტს" ვარდიაშვილმა და დასძინა, რომ "ახალი მედიის დაფუძნების საჭიროებას სწორედ იმ განსხვავებების გამოც ხედავდნენ, რაც ზემოთაა აღწერილი". 

"ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის მედია აკლია ქართულ მედიაგარემოს და მიუხედავად იმისა, რომ ონლაინსივრცე ლამისაა წალეკოს საინფორმაციო ვებგვერდებმა, მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელია სანდო, კვალიფიციური, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული მედიაგამოცემები.

ვფიქრობთ, სწრაფად დავიკავებთ ადგილს იმ მედიების გვერდით, რომელსაც თითებზე ჩამოსათვლელი ვუწოდე. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს" - განუცხადა "აქცენტს" ზურა ვარდიაშვილმა. 


“ლიბერალის” რედაქტორებმა და 6-მა ჟურნალისტმა გამოცემა მიმდინარე წლის ივნისში დატოვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მფლობელის მიერ ახალი სარედაქციო ხედვის დაანონსების შემდეგ, გამოცემას ტოვებენ.

გუნდის თანახმად, მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა, შორენა შავერდაშვილმა, წინადადებაზე, მათთვის გადაეცა ან მიეყიდა 100%-იანი წილი, უარი განაცხადა და თქვა, რომ „არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება“, დაუანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება.

საპასუხოდ, „ლიბერალის“ მფლობელმა შორენა შავარდაშვილმა განაცხადა, რომ მის მფლობელობაში არსებული მედიაგამოცემები „ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სხვადასხვა ტიპის კონიუნქტურული გავლენებისგან“.

მან ასევე განაცხადა, რომ „ლიბერალი“ 10 წლის წინ მედიაბაზარზე სწორედ ასე პოზიციონირებდა და „სწორედ ამ პოზიციონირების შენარჩუნება“ უნდა, – ამბობდა შავერდაშვილი. მისი თქმით, ამ პრინციპეპზე დაყრდნობით აგრძელებს „ლიბერალის“ გამოცემას და ახალი გუნდის ფორმირებას.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S