
მეცნიერება და ბიზნეს სექტორი - რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
18/10/2019 09:46:52 სხვა, საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას - საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია გაიმართა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ეს სამეცნიერო სფეროსა და ბიზნესის თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია საქართველოში. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ სამეცნიერო-აკადემიურ სექტორსა და ბიზნესსექტორსშორის ერთობლივი გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობისათვის, ბიზნესსექტორის სამეცნიერო კვლევებით დაინტერესების კულტურის განვითარებისათვის.აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის კვლევების და ინოვაციების პროგრამა - „ჰორიზონტი 2020“ -ის პოლიტიკის მხარდამჭერი სტრუქტურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას.
მემორანდუმის ფარგლებში მოხდება რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების მიმართულებით გამარჯვებული პროექტების წარდგენა ბიზნეს კომპანიებისთვის და სამეცნიერო პროექტები, რომელთა კომერციალიზაციაც ეფექტური და მომგებიანი იქნება, ბიზნეს-პროექტებად იქცევა. პოსტსოციალისტური, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაცია, კვლევების დაყვანა კომერციულ ტრანსფერებამდე, მეცნიერებასადაეკონომიკურსექტორსშორის თანამშრომლობის გააქტიურება, რაც საბოლოოდ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
მხარეები ემზადებიან ერთობლივი ღონისძიებისთვის - რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული გამოყენებითი კვლევების, პროექტების პოსტერული გამოფენა- პრეზენტაციისთვის, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება.