
პატიმრობიდან 20 ივნისის საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირი გათავისუფლდა
18/10/2019 08:31:22 სხვა, სამართალი
20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების საფუძველი აღკვეთის ღონისძიების სახის სეცვლა გახდა – პატიმრობა 2000-2000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.
ამასთან, პროცესზე ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს, ხოლო დაცვის მხარებ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უდაოდ ცნო.
ცნობისთვის: გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა დარბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
17 ოქტომბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა კიდევ ერთი პირი.