
ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა ნებადართული იქნება
17/10/2019 14:04:51 სხვა, საზოგადოება, რეკლამა
ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა ნებადართული იქნება. ამის შესახებ „აქცენტს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
„17 ოქტომბერს, ღამის საათებში, ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასასვლელი ზოლი გაიხსნება, საიდანაც ტრანსპორტი მოძრაობას გააგრძელებს მარჯვნივ, ვაკის პარკის მიმართულებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.