Accentnews.ge
რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით კონფრენცია თემაზე „კონსტიტუციური  სახელმწიფოს  პასუხები  გლობალურ  საფრთხეებს“ გაიმართა

რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით კონფრენცია თემაზე „კონსტიტუციური სახელმწიფოს პასუხები გლობალურ საფრთხეებს“ გაიმართა

17/10/2019 13:22:27 სხვა, საზოგადოება, რეკლამა

17 ოქტომბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი,  ღონისძიების ― „ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითი)“ ფარგლებში  გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „კონსტიტუციური  სახელმწიფოს  პასუხები  გლობალურ  საფრთხეებს“.    

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, რომელმაც  წარმატება უსურვა უნივერსიტეტების ერთობლივ პროექტს, განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება,  ოკუპაციისა  და ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა, მათ შორის,  ენერგო უსაფრთხოება,  ადამიანის უფლებების დაცვა. 

კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ამილახვარი,   ქართველი და უცხოელი მეცნიერები.  მოხსენებით გამოვიდნენ ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერ-პროფესორები.



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S