Accentnews.ge
"ჩაკეტე საზღვარი!" - პარლამენტთან აქცია გაიმართა

"ჩაკეტე საზღვარი!" - პარლამენტთან აქცია გაიმართა

07/10/2022 17:21:23 საზოგადოება

"ჩაკეტე საზღვარი!" - ამ სახელწოდებით პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციაზე მყოფი მოქალაქეები აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში გაკონტროლდეს და ასევე დაწესდეს სავიზო რეჟიმი.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვა და ასევე სავიზო რეჟიმის შემოტანა, რომ აქ შემოსულ რუსებს არ ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ დიდი ხნით შეძლონ ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნა. ისინი არიან ოკუპანტები, რომლებსაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე მეტი აქვთ ოკუპირებული", – განაცხადა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.

აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში რუსების უკონტროლო შემოდინება საფრთხის შემცველია. ორგანიზატორების თქმით, აუცილებელია სახელმწიფო საზღვრის დაუყოვნებლივი დახურვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. გამონაკლისი კი უნდა დაიშვას ეთნიკური ქართველებისთვის, კავკასიელებისა და ჰუმანიტარული მისიებისთვის.

ორგანიზატორები მოითხოვენ აიკრძალოს ბინადრობის მოწმობის გაცემა და ბიზნესის რეგისტრაცია.

დღევანდელი შეკრება სამოქალაქო საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S