
"მინდა, საზოგადოებას დავამახსოვრდე ომბუდსმენად, რომელიც იცავდა სააკაშვილისა და ნებისმიერის უფლებას"
07/10/2022 14:00:53 საზოგადოება
ომბუდსმენი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მას სურს, საზოგადოებას დაამახსოვრდეს სახალხო დამცველად, რომელიც იცავდა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ყველა იმ პირის უფლებებს, რომლის დაცვაც პოპულარული არ იყო.
"დიახ, მე მინდა დავამახსოვრდე, როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის უფლებებსაც და ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებებსაც, რომელთა დაცვაც შეიძლებ, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები და სასიამოვნო. დიახ მე მინდა დავამახსოვრდე, როგორც სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა ყველა იმ პირს, რომლის უფლებების დაცვა არ იყო პოპულარული და რომლის გამოც სახალხო დამცველი ხდებოდა თავდასხმის ობიექტი. მათ შორის, ვიცავდი და დავიცავ ვადის ამოწურვამდე იმ პირებს, რომლებიც თქვენი გუნდის წევრები იყვნენ ძალიან დიდხანს, მაგრამ ახლა არ არიან და დღეს მათთაც სჭირდებათ დახმარება და მგონი, ამ მიმართულებით დისკრიმინაციას ნამდვილად არ ვეწევი“, – ასე უპასუხა ნინო ლომჯარიამ დეპუტატ ნინო წილოსანს, რომელმაც ლომჯარიას უთხრა, რომ „ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრა".