Accentnews.ge
საფარი: "ხანუმ ჯეირანოვას შვილებს სახელმწიფომ 100 000 ლარი უნდა გადაუხადოს"

საფარი: "ხანუმ ჯეირანოვას შვილებს სახელმწიფომ 100 000 ლარი უნდა გადაუხადოს"

07/10/2022 09:13:18 საზოგადოება

ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, ხანუმ ჯეირანოვას ორ შვილს სახელმწიფომ კომპენსაციის სახით ჯამში, 100 000 ლარი უნდა გადაუხადოს.

სასამართლოში მათ ინტერესებს „საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი იცავდა. მისი განმარტებით, კომპენსაცია ბავშვებმა იმ მორალური ტრავმისთვის მიიღეს, რისი მომსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ.

“საფარმა” კომპენსაციის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა. კომიტეტმა დაადგინა, რომ “საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით”. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძიება, მეორე მხრივ კი ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაცია გადაეხადა,“ – აცხადებს ორგანიზაცია.

ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ CEDAW-ს გადაწყვეტილების შემდეგ კომპენსაციის გადახდაზე სასამართლო დავა დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და მოსამართლეს მხოლოდ თანხის ოდენობაზე უნდა ემსჯელა.

იურისტი განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღება, თუმცა, ამ შემთხვევაში სხდომა ჩაინიშნა, სადაც მოსამართლემ მხარეთა პოზიციები მოისმინა. საბოლოოდ, “საფარის” მიერ მოთხოვნილი ოდენობის – თითოეულ შვილზე 100 000 ლარის ნაცვლად, სასამართლომ თითოეულისთვის 50 000 ლარი განსაზღვრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S