Accentnews.ge
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ანი ერნოს მიენიჭა

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ანი ერნოს მიენიჭა

06/10/2022 15:11:18 საზოგადოება

82 წლის ფრანგი მწერალი ანი ერნო ლიტერატურის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ამის შესახებ 6 ოქტომბერს გამოცხადდა სტოკჰოლმში.

ერნოს ნობელის პრემია მიენიჭა „გამბედაობისა და კლინიკური სიმძაფრისთვის, რომლითაც იგი ახსნის პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებას და კოლექტიურ იძულებას".

მწერალი, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, თავის უმთავრეს ნაწარმოებში, 2008 წელს გამოქვეყნებულ მემუარულ რომანში, „წლები“, საზოგადოების და ქალის ურთიერთობას აღწერს.

2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატობის ერთ-ერთი ფავორიტი იყო ბრიტანელი მწერალი სალმან რუშდი, რომელზეც თავდასხმა მოხდა აგვისტოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S