Accentnews.ge
ქუთაისის მე-9 სკოლის ფანჯრიდან სამი მოზარდი გადახტა

ქუთაისის მე-9 სკოლის ფანჯრიდან სამი მოზარდი გადახტა

16/10/2019 11:21:59 სხვა, საზოგადოება

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან სამი მოსწავლე გადმოხტა.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამი მეათეკლასელი მეორე სართულის ფანჯრიდან იმის გამო გადმოხტა, რომ ისინი მასწავლებელმა გაკვეთილიდან არ გაათავისუფლა.

ერთმა მოზარდმა ფეხი დაიზიანა. ის სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ -ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S