
თურქეთიდან საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს
16/10/2019 09:23:35 სხვა, სამართალი
თურქეთში, ართვინის პროვინციაში პროსტიტუციის ბრალდებით უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს, – იუწყება თურქული მედია. მისივე ცნობით, დაკავებულთა შორის საქართველოს რვა მოქალაქე იყო.
დაკავებულთა შორის ასევე იყვნენ უზბეკეთის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები.