
პაატა იმნაძე: "საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების განსაკუთრებულ საშიშროებებს არ ველოდებით"
16/10/2019 08:23:16 სხვა, საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში გრიპის ვირუსის რამე განსაკუთრებული ნიშნები ამ დროისთვის არ არსებობს და სამომავლოდაც ვირუსის გავრცელების განსაკუთრებულ საშიშროებებს არ უნდა ველოდოთ.
პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ორი სახის: ადენო და რინო ვირუსები დომინირებს, თუმცა გასული წლის მონაცემებს არ აღემატება, ამ მხრივ, საშემოდგომო პერიოდისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ვითარებაა და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
მისივე თქმით, ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა ექიმს უნდა მიმართონ და მის მითითებებს დაექვემდებარონ.