Accentnews.ge
საია: "შსს პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს"

საია: "შსს პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს"

16/10/2019 07:01:22 სხვა, სამართალი

საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს.

საია-ს განცხადებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების შემთხვევები. კერძოდ, ამ ტიპის საქმეთა განხილვისას სამინისტრო სასამართლოში წარსადგენად საინფორმაციო ელექტრონული ბაზიდან იყენებს ინფორმაციას ადმინისტრაციული სახდელების თაობაზე, რომელთაგან უმრავლეს შემთხვევაში, ერთ წელზე მეტი დროა გასული.

პირის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის რამდენიმე წლით შენახვა ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას, რომლის ცვლილებას საფუძვლად დაედო საია-ს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 2017 წელს მოგებული საქმე. სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის უვადოდ შენახვის შესაძლებლობა. გადაწყვეტილების შემდგომ განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების უვადოდ შენახვა დაუშვებელია. ამასთან, გარკვეული ჩანაწერების შენახვის საჭიროება არსებობს ერთი წლის ვადით. მიუხედავად ამისა, დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ერთ წელზე მედი ვადით ინახავს. საია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების პრაქტიკა და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები კანონთან შეუსაბამო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად", – აცხადებენ ორგანიზაციაში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S