Accentnews.ge
ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ

ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ

15/10/2019 12:22:20 სხვა, სამართალი

ხარშურში "ევექსის" კლინიკაში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ. 

გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ოჯახი საკეისრო კვეთას ითხოვდა, თუმცა, მედიკოსებმა ფიზიოლოგიური მშობიარობა გადაწყვიტეს, რის გამოც დედაც და ჩვილიც გარდაიცვალა.

"ევექსის" კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია. მათივე თქმით, რამდენიმე ექიმს ლიცენზია შეუჩერდა. 

გარდაცვლილს 4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S