
"ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე კონტროლის მექანიზმის შექმნას ვაპირებთ, რომ ტაქსები შიგნით მოწესრიგებული იყოს"
15/10/2019 07:51:23 სხვა, საზოგადოება
თბილისის მერია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე ტაქსების მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმის შექმნას აპირებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მომდევნო ეტაპზე კონტროლის მექანიზმის შექმნას ვაპირებთ, რომ ტაქსები შიგნით მოწესრიგებული იყოს და ადამიანმა, რომელიც ამ სერვისით სარგებლობს, კომფორტულად იგრძნოს თავი და ავტომობილი უსაფრთხო და გამართული იყოს“, - განაცხადა კალაძემ.