Accentnews.ge
A კატეგორიის ტაქსის მფლობელები პირველი ნოემბრიდან ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ

A კატეგორიის ტაქსის მფლობელები პირველი ნოემბრიდან ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ

15/10/2019 07:54:27 სხვა, საზოგადოება

თბილისის მერის განცხადებით, A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს, პირველი ნოემბრიდან ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერის მიღება შეეძლებათ. 

კახა კალაძის თქმით, მძღოლები მერიისგან მიიღებენ შეტყობინებას, თუ რომელ სერვისცენტრს მიმართონ მომსახურებისთვის.

„მინდა, ერთი სიახლე შევატყობინო ტაქსის მფლობელებს, რომლებიც A კატეგორიით ჩაერთვნენ მომსახურების მიწოდებაში. პირველი ნოემბრიდან, მათ შეეძლებათ, მიიღონ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი, რომელსაც მერია კონკურსში გამარჯვებულ კერძო კომპანიასთან ერთად სთავაზობს A კატეგორიის ტაქსებს. ვაუჩერების დარიგების პირველი ეტაპისგან განსხვავებით, მძღოლებს არ დასჭირდებათ ვაუჩერის მიღება რაიმე მისამართზე, ჩვენ მათ შევატყობინებთ, რომელ სერვისცენტრებში იქნება ეს მომსახურება და პირდაპირ შეძლებენ მისვლას“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ავტომფლობელს, რომელიც ამ ვაუჩერით ისარგებლებს, გადაეცემა 20%-იანი ფასდაკლების ბარათი სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მომსახურების ერთ-ერთ ქსელში:

„ეს შეთავაზება და ფასდაკლების ბარათი არის უშუალოდ ჩვენს კონკურსში გამარჯვებული კომპანიის. აღნიშნულზე მერია არ გასწევს ხარჯს ბიუჯეტიდან. პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერები დავაანონსეთ, ძალიან დაბალი იყო აქტივობა და პრაქტიკულად არც მომხდარა მათი გამოყენება, ამიტომ, გადავწყვიტეთ მეორე ეტაპი შეგვეთავაზებინა მძღოლებისთვის. ჩვენი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ტაქსის მომსახურება იყოს სარგებლიანი და კომფორტული როგორც ტაქსის მძღოლებისთვის, ასევე, მისი მომხმარებლებისთვის“. 




ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S