Accentnews.ge
თბილისის მერია მეტროს 40 ახალ ვაგონს შეისყიდის

თბილისის მერია მეტროს 40 ახალ ვაგონს შეისყიდის

15/10/2019 07:51:12 სხვა, საზოგადოება

დედაქალაქის მერის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში მუნიციპალიტეტი თბილისის მეტროსთვის 40 ახალ ვაგონს შეისყიდის. 

„დაფინანსებას ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უზრუნველყოფს და ეს ვაგონები მომდევნო სამი ან ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიეწოდება მუნიციპალიტეტს. [...] რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ, აღნიშნული შესყიდვის შემდეგ, ეტაპობრივად, კიდევ მოგვიწევს ახალი შესყიდვის დაგეგმვა, რადგან ძველი მატარებლები თანდათან გამოდის მწყობრიდან, ეწურებათ საექსპლუატაციო ვადა და საჭირო ხდება ახალი ვაგონების შემოყვანა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახალი ვაგონებით უფრო ხარისხიანად და მაღალი სტანდარტით მოვემსახუროთ დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 60 მილიონი დოლარია.



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S