
რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა შეფერხებულია
15/10/2019 06:33:51 სხვა, საზოგადოება
რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა შეფერხებულია. დილიდან გაჩერებები სავსეა მგზავრებით, რომლებიც ტრანსპორტს საათობით ელოდებიან.
კომპანია „ინტერტრანსში“ აცხადებენ, რომ ყველა ლოტზე რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 205 მიკროავტობუსი დადის. მათი თქმით, პრობლემას პიკის საათებში თბილისში არსებული საცობები ქმნის, რადგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტი დროულად ვერ მიდის.
სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფიც შეიქმნა – „დაემგზავრე“, რომლის მეშვეობითაც რუსთაველები ერთმანეთს ეხმარებიან და დედაქალაქში ადამიანები უსასყიდლოდ გადაჰყავთ.