
პეკინზე ავტობუსი მოზარდს დაეჯახა
14/10/2019 20:01:43 სხვა, სამართალი
პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი გზაზე გადადიოდა.
„ჩვეულებრივად ვმოძრაობდი. გავჩერდი გაჩერებაზე. აინთო მწვანე და წამოვედი. ნელა მოვდიოდი და უცბად შეჯახების ხმა გავიგე. რა ადგილას დამარტყა, ისიც არ ვიცი. მოძრაობის დროს შემეჯახა თვითონ, მე არ დამირტყამს არც ლაბავოით და არც ცხვირით. მოძრაობის წესები მან დაარღვია, რადგან თვითონ შემეჯახა. მწვანე იყო, ჩემი გზა და თვითონ შემეჯახა. 12 წლის ბიჭია, იმ წუთას მარტო იყო“, – აცხადებს მძღოლი.
მომხდარის შედეგად, მოზარდი მსუბუქად დაშავდა. ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.