
15 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
14/10/2019 19:43:45 სხვა, საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 15 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე თბილ და უნალექო ამინდებს პროგნოზირებენ. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +27 გრადუსს მიაღწევს.
რაც შეეხება თბილისს, ასევე უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი: 15-17 ოქტომბერს +25, +27 გრადუსამდე დათბება.