
„მთავარი არხი“ – 20 ივნისის ღამეს მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლეს
14/10/2019 17:15:16 სხვა, სამართალი
თბილისში 20–21 ივნისის მოვლენების დროს მომიტინგეს რეზინის ტყვიების გარდა, ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლეს, – იუწყება „მთავარი არხი“.
მისივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ 20 ივნისის ღამეს დაშავებული ცოტნე ცოტიაშვილის სამედიცინო დასკვნაში წერია. „დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მას ცეცხლასასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა“, – იუწყება „მთავარი არხი“.

მისივე ცნობით, ცოტიაშვილი ამჟამად დაკავებულია. მას სასამართლო არ ათავისუფლებს, პროკურატურა კი დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს.