
გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის ორგანიზებით სემინარი გოჯუ-რიუ კარატეში ჩატარდა
14/10/2019 09:35:22 სხვა, საზოგადოება
საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის ორგანიზებით, სემინარი გოჯუ-რიუ კარატეში ჩატარდა.
სემინარზე წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც სხვადასხვა ასაკის სპორტსმენები ასევე ყველა რეგიონის და სკოლის ინსტრუქტორები და სენსეები.
სემინარში მონაწილეთა რაოდენობა 150 ადამიანს აღემატებოდა. აგრეთვე ჩატარდა ინსტრუქტორების შეხვედრა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან როგავამ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელშიც გაწერილია ფედერაციის ფასეულობები, მიზნები, სტრუქტურა და განვითარების სამომავლო გეგმები.
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები არის სპორტის ამ სახეობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, პოპულარიზაცია" - განაცხადა ლევან როგავამ.