Accentnews.ge
საქართველოს რკინიგზა მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს

11/10/2019 14:56:50 სხვა, საზოგადოება

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პირველი მატარებელი 11:00 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 საათზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 საათზე.

მათივე ცნობით, მეორე მატარებელი 22:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 სთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 სთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23:20 საათზე.

„გათვალისწინებულია დიდუბის ბაქანზე ორივე მატარებლის ორ წუთიანი გაჩერება“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S