
პროკურატურამ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
10/10/2019 14:34:52 სხვა, სამართალი
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. თუმცა პროკურატურაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რა ტიპის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს ბრალდების მხარე.
დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებს, პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა.