
სასამართლომ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა და თავდებობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
10/10/2019 13:11:37 სხვა, სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა და მისი თავდებობით შეცვლის შესახებ. ნიკა მელიას თავდებში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ექვსი დეპუტატი უდგებოდა თავდებში.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას კვლავ რჩება ყველა შეზღუდვა, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის ტარება.
„გირაო დარჩეს ძალაში იმ დამატებით ვალდებულებებთან ერთად, რაც გამოყენებული იყო თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლის მიერ 27 ივნისს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ 2 ივლისს“, – განაცხადა მოსამართლემ.
როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, ელექტრონული სამაჯურის ტარების გამო, ნიკა მელიას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ ეძლევა:
„სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რაც, მისი თქმით, პარლამენტარის უფლებამოსილების შეზღუდვაში გამოიხატება. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს პროკურატურა უაპელაციოდ უკრძალავს სატელევიზიო ეთერებში მისვლას და პოლიტიკურ ტოკშოუებში მონაწილეობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბატონო მოსამართლევ და რაშიც ფაქტობრივად გენერალური პროკურორი გვეთანხმება, პარლამენტარის უფლებამოსილების შეზღუდვა დაუშვებელია. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან“.
რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, პროკურორ დავით ნეფარიძეს მიაჩნია, რომ ნიკა მელიას არასდროს შექმნია პრობლემა მისი უფლებამოსილების განხორციელების დროს.
საქმის არსებითი განხილვის სხდომა 21 ოქტომბერს, 14 საათზე ჩაინიშნა.