Accentnews.ge
გენპროკურორი განმარტავს, როგორ მოხვდა მელიას საქმეში "არარსებული საქმეები"

გენპროკურორი განმარტავს, როგორ მოხვდა მელიას საქმეში "არარსებული საქმეები"

09/10/2019 09:38:42 სხვა, სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ადასტურებს, რომ პარლამენტისთვის თავდაპირველად წარდგენილ დოკუმენტში, რომელიც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას შეეხებოდა, ევროსასამართლოს მიერ განხილული სამი საქმე არასწორად იყო დართული და მას კავშირი მელიას ბრალდებასთან არ ჰქონდა. საუბარია საქმეზე "კონრადი იტალიის წინააღმდეგ, 1998 წ". აღნიშნულს მან ტექნიკური შეცდომა უწოდა. 

„აბსოლუტურად გულწრფელად მოგახსენებთ, ალბათ, უმჯობესი იყო, რომ ტექნიკური შეცდომა არ მომხდარიყო. სამი საქმე იყო წარდგენილი, რომელიც მითითებული რეკომენდაციების მიხედვით ჩემი თანაშემწის მიერ არასწორად იყო გამოყენებული. იმავე დღესვე პროკურორთა ჯგუფის მიერ გამოსწორებულ იქნა არასწორი დასაბუთება და სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში ეს დასაბუთება აღარ არის“, - განაცხადა თადუმაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S