Accentnews.ge
“გენპროკურორი არ გამორიცხავს, რომ მაკო გომურს თვალი გამოთხარეს კანონიერი ქმედების შედეგად”

“გენპროკურორი არ გამორიცხავს, რომ მაკო გომურს თვალი გამოთხარეს კანონიერი ქმედების შედეგად”

09/10/2019 08:19:59 სხვა, სამართალი, ციტატა

"გენერალური პროკურორი არ გამორიცხავს, რომ მაკო გომურს თვალი გამოთხარეს კანონიერი ქმედების შედეგად. ასე თქვა ახლა პარლამენტში… სწორედ ამიტომ, პარტია უვადოდ დანიშნავს უზენაეს სასამართლოში. საქართველო 2019 წელი"

ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთი წევრი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში წერს. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადებით, "ის ფაქტი, რომ 67 პოლიციელია დაზარალებულად ცნობილი და 4 მოქალაქე მისთვის,როგორც იურისტისთვის არაფერს ამბობს". ამის შესახებ თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

“დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებით. მტკიცებულება სტანდარტით არის, როდესაც ეს სტანდარტი იქნება, მაშინ იქნება დაზარალებულებიც და ბრალდებულებიც”, – განაცხადა თადუმაძემ.

ცნობისთვის: საია-ს ინფორმაციით, 20 ივნისის მოვლენებზე 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილეა დაზარალებულად ცნობილი, თუმცა მათ შორის არ არის მაკო გომური, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ შემდეგი განაცხადა: „დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი, მაკო გომურთან ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი პროცედურები დასრულდება, მაკო გომურს დაზარალებულად სცნობენ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S