
თბილისში, ორხევის დასახლებაში მკვლელობა მოხდა
09/10/2019 07:53:02 სხვა, სამართალი
თბილისში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი ნათლული მოკლა.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.