Accentnews.ge
ნახევრასაათიანი წინააღმდეგობის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში შეუშვეს

ნახევრასაათიანი წინააღმდეგობის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში შეუშვეს

09/10/2019 07:18:07 სხვა, სამართალი

თითქმის ნახევრასაათიანი წინააღმდეგობის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში შეუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ მასზე საშვი იყო დაშვებული, სამართალდამცველები მას შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილს სურს, რომ დაესწროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

"ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა, პარლამენტში შევიდე და შალვა თადუმაძეს დავუსვა კითხვები", – განაცხადა მაჩალიკაშვილმა. ამ დროისთვის უცნობია, მიეცმა თუ არა მას უშუალოდ კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S